A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

კ. კა კე კვ კი კლ კმ კო კრ კტ კუ
კაბ კაგ კაზ კათ კაი კაკ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ კაფ კახ

კანდინსკი-კლერამბოს სინდრომი

Rus. Кандинского-Клерамбо синдром
(Кандинский В.Х., 1880: Clérambault 1920). ფსიქიკური ავტომატიზმის სინდრომი. მოიცავს ფსევდოჰალუცინაციებს, დევნის ფსიქიკური და ფიზიკური ზემოქმედების ბოდვით იდეებს. ფსიქიკური ავტომატიზმის მოვლენებს. ავადმყოფის აზრები თითქოს მიედინება მისი ნების გარეშე, თითქოს სხვისია. დამახასიათებელია აზრების, ქცევების გაუცხოება, „ნაძალადევი“ აზროვნების მოვლენები, ავადმყოფები ჩივიან რომ მათი აზრები გასაგები ხდება სხვებისთვის, იკითხება დისტანციაზე (გახსნილობის სიმპტომი), „ართმევენ“ ან პირიქით „უნერგავენ“ მათ. აღინიშნება აზრების ნაძალადევი მოზღვავება – მენტიზმი. არჩევენ სინდრომის შემდეგ კომპონენტებს: 1. იდეატორული — აზრების „გახსნილობა“; 2. სენსორული – „ნაძალადევი“ შეგრძნებები; 3. მოტორული – „ნაძალადევი“ მოძრაობანი. შესაბამისად, არჩევენ იდეატორულ, სენსორულ და მოტორულ ავტომატიზმს, ძირითადად აღინიშნება შიზოფრენიის, იშვიათად – ორგანული ფსიქოზების დროს სინონ.: სელიე-კრონფელდის გავლენის სინდრომი. ლევი-ვალენსის გაუცხოების სინდრომი. კლოდის პოლისინდრომი გარეგანი ზემოქმედებისა. ნაირაკის პათოლოგიური ავტომატიზმი, მინიარის ცერებრული ავტომატიზმი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9