Rus. навязчивые воспоминания აკვიატებულ მდგომარეობათა სახე. გამოვლინდება დაუძლეველი ლტოლვით, გაიხსენოს რაიმე, უმეტესად აუცილებლობის გარეშე, ხშირად ეს არის ავადმყოფისათვის უსიამოვნო მოგონებები მისივე წარსულიდან. ამ შემთხვევაში აკვიატებული მოგონებები შეფერილია უარღოფით აფექტურ ტონში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.