A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰიგ ჰიდ ჰილ ჰიპ ჰირ ჰის

ჰიპნოზი აქტიური საფეხურებრივი

Rus. гипноз активный ступенчатый
ფსიქოთერაპიის მეთოდი, დამყარებულია ჰიპნოტიზაციის საფეხურებრივ მეთოდურ პროცესზე, რომლის დროსაც მინიმუმამდეა დაყვანილი შთაგონების როლი. შულცის ავტოგენური ვარჯიშის მეთოდის პირველი ორი სავარჯიშოს დახმარებით ავადმყოფი თვითონ იწვევს სიმძიმის და სითბოს შეგრძნებას კიდურებში, რომელსაც მოსდევს მზერის ფიქსაციის ვარჯიში ახლო მანძილზე. ამ მდგომარეობის შენარჩუნება ხდება რითმული, ერთგვაროვანი ბგერითი გამღიზიანებლით (ზუმერი, მეტრონომი). ხდება მექანიზმების თანმიმდევრული ჩართვა, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს ჰიპნოზურ მდგომარეობას. Kretshmer E., 1949
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9