Rus. навязчивые представления დაუძლევლად აღმოცენებული მკაფიო წარმოდგენები და მოგონებები, რომლებიც ავადმყოფის მიერ მიიღება როგორც რეალური. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნებას ესმის აკვიატებული წარმოდგენების ავადმყოფური წარმოშობა, იგი ხშირად მიმართავს ნაირგვარ შემოწმებებს, მაგ., ავადმყოფი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ თვლის, რომ არ გამორთო ელექტრომოწყობილობა და გაჩნდა ხანძარი, შვებულებაში ყოფნის დროსაც კი ეძებს ცნობას ამის შესახებ გაზეთებში, სასრაფოდ ბრუნდება ქალაქში. აკვიატებული წარმოდგენები გამოირჩევა სტაბილურობით. ხშირად მათში აისახება ფსიქომატრავმირებელი ფაქტორები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.