განსაზღვრული მოქმედების ან მოძრაობის შესრულების ძნელად დასაძლევი მისწრაფება. გამოირჩევა მრავალფეროვნებით (ხელების ხშირი ბანა, აბრების კითხვა ქუჩებში ერთანეთის მიყოლებით, სალანძღავი სიტყვების წარმოთქმა). არაიშვიათად თან ახლავს აკვიატებული აზრები და შიშები (ობსესიურ–კომპულსიური სინდრომი). რიგ შემთხვევებში აკვიატებული შიშების ნიადაგზე აღმოცენდება ერთგვარი აკვიატებული ჩვევები, რომელთა დანიშნულება თითქოსდა მომავალი უბედურების თავიდან აცილება, შიშის დაძლევა (აკვიატებული რიტუალი) ავადმყოფს ესმის საკუთარი მოქმედების უაზრობა და რიტუალის საშუალებით ცდილობს ფობიებისათვის დამახასიათებელი მტანჯველი აფექტებისაგან განთავისუფლებას. რიტუალები ხშირად მოწყვეტილია შიშის რეალურ სურათს და ატარებს სიმბოლურ ხასიათს. შეიძლება განიხილებოდეს როგორც თავდაცვის ერთგვარი ფსიქოლოგიური მექანიზმი (Блейхер В.М., Завилянская Л.И., Завилянский И.Я., 1978). აკვიატებული რიტუალები შეიძლება იყოს საკმაოდ რთული. პედანტური მოქმედებებისაკენ აკვიატებული მისწრაფების დროს პიროვნებას მთელი საკუთარი ცხოვრება განაწილებული აქვს დილით ადგომიდან საღამოს დაძინებამდე („საძილე ოთახის რიტუალი“). ასეთი რიტუალები კარგავს თავდაცვით მსიშვნელობას და იქცევა დამოუკიდებელ აკვიატებულ მდგომარეობად, რომელიც ავადმყოფისათვის უფრო მძიმეა, ვიდრე მისი გამომწვევი ფობიები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.