Rus. галлюциноз сенестопатический рефлекторный სმენითი და მხედველობითი გამღიზინებლის ზემოქმედებასთან დაკავშირებული რეფლექსურად ციკლურად აღმოცენებული სენესტოპათიები. დამახასიათებელია ხანგრძლივი მიმდინარეობა, გამოვლინების სტერეოტიპულობა ბოდვის განვითარების ტენდენციის გარეშე. რეფლექსური სენესტოპათიური ჰალუცინაციები ატარებს ფუნქციურ ხასიათს, რადგან აღინიშნება პათოლოგიური შეგრძნებების პროექცია გაღიზიანებულ ანალიზატორში. ტიპურია გაუცხოება და გაუკუღმართებული აღქმის უკიდურესი სიმძიმე, რაც რ.ს.ჰ–ს უახლოვებს კანდინსკის ფსევდოჰალუცინაციებს. ნოზოლოგიური სპეციფიკურობა არ ახასიათებს, თუმცა. ტიპურია ტოქსიკურ-ინფექციური და სომატოგენური ფსიქოზებისათვის. Кузнесов М.Т., 1968
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.