A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფობ ფოგ ფოკ ფოლ ფონ ფორ ფოტ

ფორსირებული ნორმალიზაცია ელექტროენცეფალოგრამისა

Rus. форсированная нормализация электроэнцефалограммы
(Landoldt H., 1955). ელექტროენცეფალოგრამის მონაცემების სწრაფი ნორმალიზაცია (პარაქსიზმული აქტივობის შემცირება ან გაქრობა) ეპილეფსიით დაავადებულთა კრუნჩხვსაწინააღმდეგო მკურნალობის გავლენით, რომელიც შეესაბამება კრუნჩხვითი გულყრების სიხშირის შემცირებას ან მათ სრულ გაქრობას, თუმცა, ამ დროს შესაძლებელია ფსიქოზური მდგომარეობების აღმოცენება (ცნობიერების ბინდისებური დარღვევა, დისფორია, შიზოფრენიისმაგვარი სურათი). ავტორის მოსაზრებით, ეეგ-ის „ნაძალადევი ნორმალიზაცია“ წარმოადგენს ფსიქოზური ეპიზოდების კორელატორს. ს. ჩხენკელის და თ. გელაძის (1979) მონაცემებით, ეს ფენომენი ხშირად აღინიშნება საფეთქლის ფორმის ეპილეფსიის დროს, კლინიკური ფსიქოზური გამოვლინებები კი ამ დროს გამოწვეულია კერის არსებობით ლიმბურ სისტემაში ტვინის ღეროს აღმავალი შემაკავებელი გავლენის შედარებითი უკმარისობისას
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9