A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ლა ლე ლი ლო ლტ ლუ
ლაბ ლავ ლაი ლაკ ლალ ლამ ლან ლარ ლას ლატ ლაუ ლაფ ლაქ

ლატა

Rus. лата
-- მალაიზ. lata – ღიტინის შიში
მწვავე ტრანზიტორული ფსიქოზური აშლილობა. ჩვეულებრივ, აღმოცენდება უეცარი შეშინების შედეგად. ვლინდება მოძრაობითი აგზნება ცინიკური ჟესტებით და მოქმედებებით, კოპროლალიით ან გარშემომყოფთა მოძრაობითი აქტების (ექოპრაქსია), მათი მეტყველების (ექოლალია) იმიტაციის ავტომატური დამორჩილების ფორმით. უმეტესად აღინიშნება ახალგაზრდა ქალებში. ლატა განიხილება ან როგორც კატატონური შიზოფრენიის მწვავე ფორმა, ან როგორც ისტერიული რეაქცია აწეული შთაგონებადობის დროს. ეპილეფსიით დაავადებულებში ლატა აღინიშნება ცნობიერების ბინდისებრი დარღვევის მდგომარეობაში და ვლინდება ავტომატიზებული მოქმედებებით. სტოიმენოვის და რაჩევის (Стоименов И., Раичев И., 1988) მიხედვით, ლ. უნდა განიხილებოდეს როგორც სინდრომი სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებების დროს და არა როგორც ცალკეული ნოზოლოგიური ფორმა. მალაიზიის კუნძულების ადგილობრივ მოსახლეობაში ლატა ითვლება უფრო უჩვეულო ქცევად, ვიდრე დაავადებად
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9