A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქოზები ფაზური

Rus. психозы фазные
(Leonhard K., 1954). ფსიქოზები ფაზურს მიეკუთვნება ეგზოგენური აფექტური ფსიქოზები, რომლებიც ხასიათდება ფაზური მონო- ან ბიპოლარული მიმდინარეობით. ავტორი არჩევს 3 ჯგუფს: 1) კლასიკური მანიაკალურ-დეპრესიული დაავადება (შეესაბამება სხვა ავტორთა მიერ გამოყოფილ ცირკულარულ ფორმებს); 2) წმინდა ან წმინდა მანია (პერიოდული მონოპოლარული მიმდინარეობა, კლინიკურ სურათში არ არის ატიპური, შერეული ფორმები); 3) წმინდა დეპრესია და წმინდა ეიფორია (ე.წ. მარტივი აფექტური დაავადებები, განსხვავებით წინა ჯგუფების დაავადებებისაგან, რომელთათვის დამახასიათებელია აზროვნების და ნებითი სფეროს აშლილობები). გამოყოფენ წმინდა დეპრესიის ხუთ ფორმას (აჟიტირებულ-მშფოთვარე, იპოქონდრიული, დეპრესია თვითბრალდების იდეებით, ეჭვიან-უნდობლური და აპათიური) და წმინდა ეიფორიის ხუთ ფორმას (აჟიტირებულ-მშფოთვარე, იპოქონდრიული, დეპრესია თვითბრალდების იდეებით, ეჭვიან-უნდობლური და აპათიური) და წმინდა ეიფორიის ხუთ ფორმას (არაპროდუქტიული, იპოქონდრიული, ეგზალტირებული, კონფაბულაციური, აპათიური). წმინდა დეპრესიების და წმინდა ეიფორიების დროს, განსხვავებით წმინდა მანიისა და წმინდა მელანქოლიისგან, აზროვნების და ნებითი სფეროს აშლილობები თუ აღინიშნება, ატარებს მეორად ხასიათს. ეს მტკიცება იწვევს წინააღმდეგობას (Штенберг Э.Я., 1960). ფაზურ ფსიქოზებს და შიზოფრენიას შორის არის ციკლოიდური ფსიქოზები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9