(Polonio P., 1954). მწვავე ფსიქოზები, აღმოცენებული „ზენათელი“ ან დაბინდული ცნობიერების. გუნება-განწყობის ცვლილების და ფსიქომოტორული აგზნების ფონზე. მიმდინარეობა ეპიზოდური, პროგნოზი კეთილსაიმედო. კლინიკური სურათის თავისებურებების მიხედვით, არჩევენ: კონფაბულოზს, ჰალუცინოზს, ონეიროფრენიას. პარანოიდურ ექსპანსიურ ფსიქოზს, საკუთარი თავისადმი დამოკიდებულების პარანოიდებს, შთაგონების და ზემოქმედების პარანოიდებს, დაუკავშირებელ ჰიპერკინეზურ და აკინეზურ ფსიქოზებს პაპადოპულოსის (Пападопулос Т.Ф., 1975) მიხედვით, მიეკუთვნება მწვავე ატიპურ ენდოგენურ ფსიქოზებს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.