Rus. лептосомGk. leptos – ნაზი, თხელი, soma – სხეული სუბიექტი ლეპტოსომური აღნაგობით (Kretschmer E., 1921): გრაცილური აღნაგობა. გრძივი ზომების სიჭარბე განივ ზომებთან შედარებით, ნაზი ძვლები, კუნთების არასაკმარისი განვითარება, უმნიშვნელოდ გამოხატული ცხიმოვანი ქსოვილი, მაღალი ტანი, ვიწრო სახე, თხელი ცხვირი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.