A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z
PA PE PH PI PL PO PR PS PU PY
POC POI POL POO POP POR POS POT POU POW

Political

პოლიტიკური
 
~ action
პოლიტიკური ქმედება; ინდივიდუალური პირის ან სოციალური ჯგუფის მიერ პოლიტიკური სისტემის შიგნით ჩატარებული ქმედება
~ actor
პოლიტიკური სისტემის შიგნით მოქმედი ინდივიდუალური პირი ან სოციალური ჯგუფი, რომელიც ზემოქმედებას ახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე
~ alienation
პოლიტიკური გაუცხოება; გადაწყვეტილების მიღების ცენტრებიდან დაშორების შეგრძნება
~ analysis
პოლიტიკური ანალიზი
~ behaviour BE (behaviour AE) პოლიტიკური ქცევა; შემეცნების შეხედულების; მრწამსის, აზრებისა და ფასეულობების სახით გამოხატული ადამიანის რეაქცია პოლიტიკაზე
~ change
პოლიტიკური ცვლილება; სტრუქტურების, პროცესების ან მიზნების ტრანსფორმაცია, რაც ზეგავლენას ახდენს მმართველი ძალაუფლების განაწილებაზე საზოგადოებაში
~ culture
პოლიტიკური კულტურა მოქალაქის პოლიტიკური ცოდნის დონე და ხასიათი, შეხედულებები და ქმედებები ასევე პოლიტიკური უსაფრთხოების მარეგულირებელი სოციალური ფასეულობების, ტრადიციებისა და ნორმების შინაარსი და ხარისხი
~ ecology
პოლიტიკური ეკოლოგია; პოლიტიკური სისტემის გარემოსთან მიმართების შესწავლა. ზოგი ავტორის აზრით, პოლიტიკური სისტემისათვის მნიშვნელოვანია გარემოს ფიზიკური, კულტურული და სოციალური ასპექტები
~ economy
პოლიტიკური ეკონომია; მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საწარმოო ურთიერთობების სისტემას
~ efficacy
პოლიტიკური ეფექტიანობა; მრწამსი ან შეხედულება, რომლის თანახმად პიროვნებას ძალუძს ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესზე
~ forces
პოლიტიკური ძალები
~ integration
პოლიტიკური ინტეგრაცია; ორი ან მეტი პოლიტიკური ერთეულის თანამშრომლობის გაფართოების პროცესი
~ leader
პოლიტიკური ლიდერი
~ marketing პოლიტიკური მარკეტინგი; იგი თავს იჩენს, როცა 1) არ არსებობს ძლიერი კავშირი პოლიტიკასა და ბიზნესს შორის; 2) გამოიყენება სარეკლამო სააგენტოები და კომერციული მედია; 3) არ მიმდინარეობს ხალხის მონაწილეობის შემცირება პოლიტიკაში. 4) გულგრილი და სოციალურად მობილური საზოგადოებები ქმნიან ფასეულობების ვაკუუმს და პოლიტიკური ტერიტორია ღიაა, 5) მოიპოვება დიდი რაოდენობის ფული კამპანიებისათვის, 6) პოლიტიკოსები მზად არიან შეცვალონ პოზიცია გამოკვლევის რეკომენდაციების მიხედვით
~ model of organizations
ორგანიზაციების პოლიტიკური მოდელი
~ religious leaders
პოლიტიკურ-რელიგიური ლიდერები; ასეთი სახის ლიდერებს სწამთ, რომ ღმერთი მათთანაა და რომ ისინი მთლიანად ფლობენ "სიმართლეს“. ისინი მეტად ემოციურნი არიან სწორისა და არასწორის შეფასებაში
~ science
პოლიტიკური მეცნიერება; პოლიტიკური ურთიერთობების სფეროს შემსწავლელი მეცნიერება; მთავრობისა და პოლიტიკის სისტემური შესწავლა
~ socialization
პოლიტიკური სოციალიზაცია, ოჯახის, პრესის, სკოლებისა და ა.შ დახმარებით ახალგაზრდა თაობის გათვითცნობიერება ქვეყნის პოლიტიკურ ნორმებსა და ფასეულობებში
~ style
პოლიტიკური სტილი; ინდივიდუალური პირის, ჯგუფის ან სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ქცევის ნიმუშები
~ subculture
პოლიტიკური ქვეკულტურა; სახელმწიფოს გარკვეული სეგმენტების მიერ დომინანტური ნიმუშისგან განსხვავებული რწმენების კომპლექსის შეძენა
~ symbol
პოლიტიკური სიმბოლო; რაიმეს ან ვინმეს მიერ პოლიტიკური მნიშვნელობის შეძენა. მაგ.დროშა, სახელმწიფოს მეთაური ან საკანონმდებლო ხელისუფლება
~ system
პოლიტიკური სისტემა; ინსტიტუტების სისტემა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრება და ხდება სახელმწიფო ხელისუფლების აღსრულება
Source: სახელმწიფო მმართველობის ინგლისურ-ქართული ლექსიკონი / [ავტ.: ელენე დოლაქიძე, რუსუდან კაჭარავა, ქეთევან მამინეიშვილი და სხვ. ; სარედ. კოლ.: თენგიზ გოგელია და სხვ.]. - თბ., 2000. - 168გვ. ; 20სმ.. - თავფ. ქართ. და ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ.: გვ. V-VI. - [10ლ.], 500ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9