მოტივაციის ორფაქტორიანი თეორია; მუშათა მოტივაციაზე გავლენას ახდენს ორი ფაქტორი: „მოტივატორები“ და „ჰიგიენის ფაქტორები“ „ჰიგიენის ფაქტორები“ სამუშაოს ის ასპექტებია, რომელთა არასაკმარისი ოდენობაც იწვევს სამუშაოთი დაუკმაყოფილებლობას, თუმცა ისინი თავად კმაყოფილების მაღალი დონის გამომწვევნი არ არიან ესენია: კომპანიის პოლიტიკა და ადმინისტრაცია, ზედამხედველობა, პიროვნებებს შორის ურთიერთობები, სამუშაო პირობები, ხელფასი, სტატუსი და უსაფრთხოება. ამრიგად, „ჰიგიენის ფაქტორები“ მხოლოდ აფერხებენ უკმაყოფილების წარმოშობას მოტივატორები კი იწვევენ სამუშაოთი დაკმაყოფილების მაღალ ხარისხს. ესენია: მიღწევა, აღიარება, თვით სამუშაო, პასუხისმგებლობა, ზრდა და წინსვლა
Source: სახელმწიფო მმართველობის ინგლისურ-ქართული ლექსიკონი / [ავტ.: ელენე დოლაქიძე, რუსუდან კაჭარავა, ქეთევან მამინეიშვილი და სხვ. ; სარედ. კოლ.: თენგიზ გოგელია და სხვ.]. - თბ., 2000. - 168გვ. ; 20სმ.. - თავფ. ქართ. და ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ.: გვ. V-VI. - [10ლ.], 500ც.