ვრუმ-ეტონის მოდელი; ლიდერობის ნორმატიული მოდელი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ლიდერმა. ამ მოდელის თანახმად გამოიყოფა გადაწყვეტილების მიღების ხუთი სტილი. ორი ავტოკრატიული: ა) 1. გადაწყვეტილება მიიღება ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე. ა) 2. ლიდერი ინფორმაციას იღებს ქვეშევრდომებისაგან და თავად წყვეტს პრობლემას. ორი კონსულტაციური: გ) 1. ლიდერი პრობლემას უზიარებს ინდივიდუალურად შესაბამის ქვეშევრდომებს და მათი შეხედულებებისა და აზრების საფუძველზე თავად იღებს გადაწყვეტილებას. ბ) 2. ლიდერი პრობლემას უზიარებს ქვეშევრდომებს ჯგუფურად და შემდეგ თავად იღებს გადაწყვეტილებას ერთი ჯგუფური: გ) 1. ლიდერი პრობლემას უზიარებს ქვეშევრდომებს ჯგუფურად, ერთად მსჯელობენ ალტერნატიულ ვარიანტებზე და ამ გზით მიდიან გადაწყვეტილების მიღებამდე
Source: სახელმწიფო მმართველობის ინგლისურ-ქართული ლექსიკონი / [ავტ.: ელენე დოლაქიძე, რუსუდან კაჭარავა, ქეთევან მამინეიშვილი და სხვ. ; სარედ. კოლ.: თენგიზ გოგელია და სხვ.]. - თბ., 2000. - 168გვ. ; 20სმ.. - თავფ. ქართ. და ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ.: გვ. V-VI. - [10ლ.], 500ც.