Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
ვლადიმერ გურგენიძე![]()
Biographyდაიბადა თბილისში. აკრობატიკა, მწვრთნელი. სსრკ ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1975). მწვრთნელად მუშაობა ახალგაზრდულ ასაკში, აქტიური სპორტიდან წასვლამდე დაიწყო. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1975-92), სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1978-90). მისი აღზრდილები არიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები: მანანა მნათობიშვილი, ნანა კიკილაშვილი, მაია შილაკაძე, ინგა გიორგობიანი, ნატალია ანისიმოვა, სვეტლანა მკრტიჩიანი, ირინა ოვოიანი, სვეტლანა მაკარიჩევა და ლიუდმილა გლაზუნოვა. ქართველთაგან ყველაზე ახალგაზრდას (22 წლისას) მიენიჭა სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდება. 1992 წლიდან კარიერა რუსეთში გააგრძელა და იქაც დიდ წარმატებებს მიაღწია: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულები მოაპოვებინა ამ ქვეყნის სახელით მოასპარეზე არაერთ სპორტსმენს. მათ შორისაა მისი ვაჟი რევაზ გურგენიძე. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 333 გვ. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |