The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



მურად თოფურიძე

მურად თოფურიძე
Date of birth:1 December, 1941  (83 years)
Category:Rugby

Biography

  სპორტის ოსტატი, ქართული რაგბის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ღირსების ორდენის კავალერი.

  რაგბის თამაში დაიწყო 1961 წელს საქ. სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ნაკრებში. იგ თავდამსხმელი იყო და თბილისის რამდენიმე გუნდში გამოდიოდა. მას უთამაშია "სპარტაკში" , "განთიადში". ამ უკანასკნელში იგი პროფკავშირული გუნდების პირველი საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორიც გახდა. 1964 წლიდან "დინამოს" შემადგენლობაში ჩაირიცხა და ამ გუნდში ბოლომდე ითამაშა. მან აქ მოიპოვა მარავალი ჯილდო. გახდა საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, საქართველოს მრავაგზის ჩემპიონი, სპორტსაზოგადოება "დინამოს" საკავშირო გათამაშების ორგზის გამარჯვებული. მანვე მიიღო მონაწილეობა საფრანგეთის პროფკავშირული გუნდების ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში. 1976 წელს ფრანგებს  დაუპირისპირდა საქართველოში პირველად შექმნილი საქართველოს ნაკრები, თუმცა ეს გუნდი "ლოკომოტივის" სახელით გამოვიდა.

  დიდი რაგბიდან წასვლის შემდეგ მ. თოფურიძე რაგბის მაინც ვერ ტოვებს. იგი ინიშნება "ლოკომოტივის" მენეჯერ - დირექტორად. მისი ხელმძღვანელობის დროს ამ გუნდმა მრავალი გამარჯვება იზეიმა. მურად თოფურიძე საქართველოს ვეტერან მორაგბეთა კავშირის პრეზიდიუმის წევრია. 2001 წელს იგი დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი ჯილდოთი - ღირსების ორდენით.

Member of Organizations

  • საქართველოს ვეტერან მორაგბეთა კავშირის პრეზიდიუმი, წევრი
  • "განთიადი" თბილისი (1974-)
  • "დინამო" თბილისი (1966-)

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1966 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი

Share: