The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



დავით დავითაია

დავით დავითაია
Date of birth:1943
Date of death:1977  (at 34 years)
Category:Coach, Rugby

Biography

  ქართული რაგბის რაინდი, სსრ კავშირის ჩემპიონი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ვერცხლის მედლის მფლობელი, სპორტის ოსტატი რაგბისა და ლელოში.

  რაგბის თამაში დაიწყო 1962 წელს თსუ-ს მორაგბეთა ნაკრებში (მწვრთნელი სანდრო მელითაური). მისი დამსახურებაა ამ გუნდის მესამე ადგილი "ბურევესტნიკის" საკავშირო პირველობაზე 1967 წელს კიევში. მაშინ გუნდის ყველა წევრმა სპორტის ოსტატის კანდიდატობა დაიმსახურა. 1968 წლიდან ის მიიწვიეს "ლოკომოტივში" და იმავე წელს გახდა საბჭოთა კავშირის პრიზიორი და რესპუბლიკის ჩემპიონი. 1969 წლიდან თამაშობს სამხედრო - საჰაერო აკადემიის ("ვვა", მოსკოვი) მორაგბეთა ნაკრებში. ამ გუნდში იგი გახდა სსრკ ჩემპიონი, ვიცე - ჩემპიონი, რუსეთის ჩემპიონი და სპორტის ოსტატის წოდებაც დაიმსახურა. 1971 წლიდან ისევ ბრუნდება საქართველოში და ინიშნება თბილისის "ივერიის" (ყოფილი "დინამო") უფროს მწვრთნელად. მისი ხელმძღვანელობით გუნდი სამჯერ გახდა რესპუბლიკის ჩემპიონი. 

Member of Organizations

  • "ლოკომოტივი" თბილისი (1968-)

Awards and Honors

  • 1968 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი

Share: