The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



ნოდარ ყიფიანი

ნოდარ ყიფიანი
Date of birth:4 February, 1939
Date of death:3 November, 2008  (at 69 years)
Category:Coach, Rugby

Biography

  სსრ კავშირის სპორტის ოსტატი, საქ. დამსახურებული მწვრთნელი, რესპ. დამსახურებული ინჟინერი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. სსრ კავშირის ჩემპიონატის მეორე (1967) და ორგზის მესამე (1963, 1968) პრიზიორი.

  ნ. ყიფიანი და ქართული რაგბი სპორტის ამ სახეობის ქომაგებში განუყოფლად ასოცირდება. სწორედ მან და მისმა მეგობრებმა ჩაუყარეს საფუძველი პირველ ქართულ გუნდს - საქ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნაკრებს. იგი მოედანზე ყველაფრით გამორჩეული გახლდათ, თუნდაც თავისი აღნაგობით და მომხიბვლელობით. თამაშობდა თავდასხმაში და იქაც ბადალი არ ჰყავდა. ის ყოველთვის ლიდერად გვევლინებოდა. 60-იანი წლების ბოლოს მწვრთნელის ამპლუაშიც მოგვევლინა. მისი თავკაცობით "ლოკომოტივმა" ორჯერ სსრკ პირველობაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ნოდარ ყიფიანმა მრავალი ქართველი მორაგბე აღმოაჩინა და გამოაწრთო, მისი აღზრდილები საუკეთესოები იყვნენ, როგორც საქართველოში, ისე საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც. ის ასევე არის წარმატებული ინჟინერი და იღწვოდა მრავალ მნისვნელოვან პოსტზე და დღესაც ჭარმაგი ათლეტი აქტიური სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს. აგრეთვე გახლავთ უმნიშვნელოვანესი იდეების ავტორიც და განმახორციელებელი. სწორედ ამიტომაც გახდა სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

Member of Organizations

  • "განთიადი" თბილისი
  • "ლოკომოტივი" თბილისი
  • "სპარტაკი" თბილისი
  • "სპი" თბილისი

Awards and Honors

  • 1968 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი

Share: