The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



ზურაბ ხარშილაძე

ზურაბ ხარშილაძე
Date of birth:24 October, 1947  (76 years)
Category:Rugby

Biography

  დაიბადა თბილისში. მორაგბე (ჰავბექი, 9 ნომერი) სსრ კავშირის ჩემპიონატის მეორე (1967) და ოთხგზის მესამე (1968, 1972, 1978, 1981) პრიზიორი და ტასის მფლობელი (1978). სსრკ ნაკრების წევრი (1975). სსრ კავშირის სპორტის ოსტატი, 70 წლების გამორჩეული ათლეტი, მრავალი სპორტული ჯილდოს მფლობელი.

  ზურაბ ხარშილაზე - რაგბიში ცნობილი ზედმესახელით "ვობლა", ნამდვილად წარმოადგენს ქართული რაგბის მშვენებას. მისი განუმეორებელი რეიდები, ზღაპრული ფინტები დღესაც ახსოვთ რაგბის თაყვანისმცემლებს. იგი "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა და ამ გუნდის მაშინდელი წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის. 

  ეს გამორჩეული ვარსკვლავი ქართული რაგბის ისტორიის ოქროს ფონდშია. დღეს ბატონი ზურაბი ცნობილი ექიმია, მაგრამ რაგბის ვერ ელევა. ის აქტიურად მოღვაწეობს საქ. რაგბის კავშირში და თავდაუზოგავად იღწვის ქართული რაგბის აღმავლობისთვის.

Member of Organizations

  • "ლოკომოტივი" თბილისი (1968-1972)
  • "ნალჩიკი"

Awards and Honors

  • 1978 - სსრ კავშირის თასი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
  • 1972 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1968 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი

Share: