The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



თენგიზ რუხაძე

თენგიზ რუხაძე
Date of birth:22 April, 1947  (77 years)
Category:Rugby

Biography

   რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.

   მთელ საბჭოთა კავშირში ერთ - ერთი ყველაზე სწრაფი გარემარბი. იგი სამართლიანად ითვლება ქართული რაგბის პიონერად. ვარჯიში დაიწყო 15 წლის ასაკში უნივერსიტეტის ნაკრებში ს. მელითაურთან და ძირითად შემადგენლობაში კონკურენტი არ ჰყავდა. მისი გატანილი ლელო 1962 წელს ახლაც ახსოვთ მის მეტოქეებს და მეგობრებს. შემდგომსი გოგი ტონიამ "ლოკომოტივში" მიიწვია და მისი ტალანტი კიდევ უფრო გამოვლინდა. იგი ორჯერ გახდა ბრინჯაოს მფლობელი. "ლოკომოტივის" საკავშირო ტურნირშიც ორჯერ გაიმარჯვა. 1967 წელს ფრანგებების წინააღმდეგ ბრწყინვალედ და გამორჩეულად ითამაშა. (სწორედ მაშინ პირველად შეიკრიბა საქართველოს ნაკრები, თუმცა "ლოკომოტივის" სახელით იასპარეზეს.) საკავშირო პირველობაზე მისი გატანილი ლელოები დრესაც ქრესტომათიულ ნიმუშებს წარმოადგენს. ის ფეხიტაც შესანიშნავად ურტყამდა ბურთს და ერტხელ 50 მეტრიანითაც კი გაიტანა გოლი. სსრკ 30 საუკეთესო მორაგბეთა სიაშიც არაერთხელ მოხვდა. იგი მორაგბეთა კავშირის ვიცე - პრეზიდენტი გახლდათ, ხოლო ამ კავშირის პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა. სწორედ მასინ გახდა საქართველო ირიბ-ის წევრი ქვეყანა. 

  თენგიზ რუხაძე იყო საქ. ვეტერან მორაგბეთა კავშირის პირველი პრეზიდენტი, შემდეგ კი სამუდამოდ "საპატიო პრეზიდენტად" აირჩიეს და დღესაც არ ზოგავს ძალას რაგბის აღმავლობისათვის.

Member of Organizations

  • "ლოკომოტივი" თბილისი (1968-1972)

Awards and Honors

  • 1972 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1968 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი

Share: