Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
თეიმურაზ რუხაძე![]()
Biographyსსრ კავშირის სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი. რაგბის თამაში დაიწყო 1966 და დაამთავრა 1978 წელს. "ლოკომოტივი" მისი მშობლიური გუნდია. ჰქონდა მრავალი მიწვევა, მაგრამ თავისი კოლექტივი არასდროს გაუცვლია. ამ გუნდში მან სამჯერ მოიპოვა სსრკ-ს ბრინჯაოს მედალი. კარიერის დასასრულს კი საბჭოთა კავშირის თასის მფლობელიც გახდა. იყო საქართველოს ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი. "ლოკომოტივის" ცენტრალური საბჭოს ოთხგზის ჩემპიონი. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ რაგბის მაინც არ უღალატა და თავისივე გუნდში გააგრძელა მოღვაწეობა გუნდის უფროსის პოზიციაზე. თ. რუხაძე მოღვაწეობდა მთელ რიგ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და იქიდანაც ქომაგობდა მორაგბეებს, განსაკუთრებით ჭაბუკთა გუნდებს. იგი საქართველოს ვეტერან მორაგბეთა კავშირის პრეზიდიუმის წევრია და თვითონაც ხშირად ასპარეზობს ვეტერანთა მატჩებში. არის საქართველოს ვეტერან მორაგბეთა საკავშირიო ასპარეზობის ორგზის ჩემპიონი. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |