Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
თემურ ბენდიაშვილი![]()
Biographyსპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი. რაგბის თამაში დაიწყო 1969 წელს თბილისის "სპარტაკში". საზრიანი და ალღოიანი სპორტსმენი, შეიძლება ითქვას, რომ მთელ თავდასხმას დირიჟორობდა. 1970 წლიდან თბილისის საუკეთესო გუნდში "ლოკომოტივში" მიიწვიეს და დღემდე ამ გუნდის განუყოფელი ნაწილია. "ლოკომოტივის" ყველა წარმატება მის სახელს უკავშირდება. ამ გუნდში მან მოიპოვა ბრინჯაო, გახდა "ლოკომოტივის" ცს-ს პირველობის გამარჯვებული. 1976 წლიდან კი გუნდის უფროსი მწვრთნელია. მან საბჭოთა კავშირის თასის პირველ გათამაშებაში გუნდი ფინალში გაიყვანა, ხოლო 2 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის თასსაც დაეუფლა. იმავე წელს სსრკ პირველობის ბრინჯაოს მედლებიც მოიპოვა. თ. ბენდიაშვილი საბჭოთა ნაკრებშიც ხშირად იყო მიწვეული. საერთაშორისო ტურნირებშიც გამოიჩინა თავი. მან მრავალი საერთაშორისო კლასის სპორტსმენი აღზარდა. 80-იან წლებში საქართველოს ნაკრებსაც თავკაცობდა. მისი "ლოკომოტივი" საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელია. ეს გუნდი სამართლიანად არის ქართული რაგბის ლიდერი და ეს მისი მთავარი მწვრთნელის თემურ ბენდიაშვილის დამსახურებაა. მრავალ სპორტულ ჯილდოს საქართველოს ჯილდო - ღირსების ორდენიც ამშვენებს. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |