The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



დავით კილასონია

დავით კილასონია
Date of birth:14 June, 1951  (72 years)
Category:Coach, Rugby

Biography

  საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი. სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1972 წლიდან.

    რაგბის თამაში დაიწყო თბილისის უნივერსიტეტის გუნდში 1967 წელს, შემდეგ თბილისის "ლოკომოტივში", სადაც გახდა ბრინჯაოს სამგზის პრიზიორი, საქართველოს მრავალგზის პრიზიორი, მრავალჯერ იყო საქართველოს ჩემპიონიც, ასევე მრავალჯერ იყო დასახელებული სსრკ-ს 30 საუკეთესოთა შორის. 1978 წელს გახდა ევროპის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ მეორე ნაკრების უფროსი მწვრთნელი, პირველად შექმნილი ეროვნული ნაკრების პირველი მთავარი მწვრთნელი. იგი იყო საქ. ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი, რესპუბლიკის სპორტკომიტეტში სპორტთამაშების განყოფილების უფროსი, სახელმწიფო მრჩეველი რაგბიში, მორაგბეთა კავშირის ვიცე - პრეზიდენტი. მისი უშუალო დამსახურებაა ირიბ - იში შესვლაც. ამჟამად არის ქართველ ვეტერან მორაგბეთა კავშირის ვიცე - პრეზიდენტი.

Member of Organizations

  • "ლოკომოტივი" თბილისი (1972-)
  • საქართველოს ვეტერან მორაგბეთა კავშირი, ვიცე - პრეზიდენტი

Awards and Honors

  • 1978 - სსრ კავშირის თასი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
  • 1972 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი

Share: