The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვლადიმერ აბაშიძე

ვლადიმერ აბაშიძე
დაბადების თარიღი:13 დეკემბერი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

   სპორტის ოსტატი, უნივერსალური მორაგბე, ღირსების ორდენის კავალერი.

   გამოჩენილი პიროვნება და შესანიშნავი მორაგბე ვლადიმერ (ნუკრი, ზედმეტსახელად "ბაბულია") დაიბადა თბილისში. რაგბის თამაში ირაკლი კიზირიას ხელმძღვანელობით დაიწყო "დინამოს" ახალგაზრდულ შემადგენლობაში. იგი გამოირჩეოდა დიდი სისწრაფით, შესანიშნავი ალღოთი, აგრეთვესაჯარიმო დარტყმების უზუსტესი შესრულებით. მას N 15 -ზე ბადალი არ ჰყავდა, ის ამ ამპლუაში გუნდის უტყუარი და ბოლო იმედი იყო. მისი მშობლიური გუნდი "დინამო" გახლდათ, აქ მან მრავალი გამარჯვება იზეიმა. ნუკრიმ ერთი სეზონი "ლოკომოტივიშიც" გაატარა და აქ საბჭოთა კავშირის პირველობაზე ბრინჯაოც მოიპოვა. (1972 წ.) 

   1974 წელს საკავშირო რაგბის ფედერაციამ საბჭოთა რაგბის ისტორიაში პირველად ჩამოაყალიბა ქვეყნის ნაკრები. ამ ნაკრებში ძირითად ბირთვს , რა თქმა უნდა, მოსოკოველი სპორტსმენები შეადგენდნენ, თუმცა ოთხი ქართველიც მიიწვიეს - ზ. ხარშილაძე, ი. კიზირია, ნ. აბაშიძე, თ. მგელაძე. ამ ოთხიდან "საბჭოთა რაგბის მამებმა" მხოლოდ ნუკრის მისცეს ვიზა და მანაც მყარად დაიმკვიდრა ადგილი იმპერიის პირველ გუნდში. მის სპორტულ კოლექციას მრავალი ჯილდო ამშვენებს, რომელთაც ამ ბოლო დროს კიდევ ერთი დაემატა - საქ. რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო, ღირსების ორდენი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "განთიადი" თბილისი (1974-)
  • "ლოკომოტივი" თბილისი (1968-1972)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი

გააზიარე: