The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



ავთანდილ ღიბრაძე (კაპიტანი)

ავთანდილ ღიბრაძე
Date of birth:1947  (77 years)
Category:Rugby

Biography

  გამოჩენილი ქართველი მორაგბე, სსრ კავშირის სპორტის ოსტატი, ღირსების ორენის კავალერი.

  ცნობილი ქართველი ათლეტი, ლოკომოტივის თავდამსხმელი დაიბადა თბილისში. რაგბის თამაში 1973 წლიან დაიწყო. მალე გუნდის კაპიტნად აირჩიეს და 1990 წლამდე ამ გუნდის თავკაცი იყო. ასეთი ფაქტი იშვიათობას წარმოადგენს და ალბათ არც ყოფილა ამ სახეობის სპორტის ისტორიაში. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მან კაპიტნის სამკლაური თავის ვაჟს, ალეკოს გადაულოცა.

  ბატონი ავთო "ლოკომოტივთან" ერთად 1978 და 1981 წლებში გახდა პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი. ხოლო სსრკ თასის პირველი გათამაშების ფინალში (1976) მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ მაშინ "33ა"-სთან 6:10 დამარცხდნენ. თასის ფინალში "ლოკომოტივი" 1978 წელსაც გავიდა და ამჯერად მოსკოვის "სლავას" შანსი არ დაუტოვა. გაიმარჯვეს 30:3 და ვერცხლის თასსაც დაეუფლნენ. ეს იყო ქართული რაგბის დიდი გამარჯვება, "ლოკომოტივის" ყველა წარმატებაში ძალზე დიდია მისი ლეგენდარული კაპიტნის ღვაწლი.

  რაგბიდან წასვლის მერე მან ერთი წუთითც ვერ გაძლო რაგბის გარეშე. ის აქტიურად თანამშრომლობს, როგორც საქ. რაგბის კავშირში, ისე ვეტერან მორაგბეთა კავშირშიც. ცნობილი ექიმი მორაგბეებზე თავდაუზოგავად ზრუნავს. ყველა მატჩის დროს იგი მზადაა ოპერატიული დახმარება გაუწიოს ტრავმირებულებს.

Member of Organizations

  • "ლოკომოტივი" თბილისი (1978-)

Awards and Honors

  • 1978 - სსრ კავშირის თასი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი

Share: