The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



ოლეგ ლიპარტელიანი

ოლეგ ლიპარტელიანი
Date of birth:26 April, 1953
Date of death:12 July, 2003  (at 50 years)
Category:Rugby

Biography

   სსრ კავშირის სამგზის ჩემპიონი (1987, 1988, 1989), მეორე (1984) და ორგზის მესამე (1978, 1985) პრიზიორი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1978, 1987, 1990), საქართველოს ნაკრების პირველი კაპიტანი (1989 - 1990).  

  დაიბადა ლენტეხში.  რაგბის თამაში 1975 წელს გელა მიქაბერიძემ დააწყებინა  საქ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის მორაგბეთა ნაკრებში. პირველივე დღეებიდან რაგბის სპეციალისტთა ყურადღების ცენტრში მოექცა. მალე "ლოკომოტივში" გადაიყვანეს. ახლა უკვე მისით "საბჭოთა რაგბის მამებიც" დაინტერესედნენ და მოსკოვში შესთავაზეს გადასვლა, მაგრამ ოლეგმა ეს არ ისურვა. იგი საბჭოთა კავშირის ნაკრებში უყოყმანოდ აიყვანეს და საერთაშორისო რაგბის წრეებშიც ცნობილი გახდა. ოლეგის თამაშით მაყურებელი ყოველთვის მოხიბლული იყო; უაღრესად სწრაფი, კუნთმაგარი, მოუხელთებელი, რომელსაც ვერავინ გაექცეოდა. იმ დროის "ლოკომოტივის" წარმატებებში უდედესი იყო მისი წვლილი; საბჭოთა კავშირის თასი, ბრინჯაოს მედალი, საერთაშორისო მატჩებში გამარჯვებები, შემდეგ კი ქუთაისი. იქ ოლეგმა , როგორც გუნდის თავმა და ერთ - ერთმა მწვრთნელმა დიდი როლი შეასრულა "აიას" ისტორიაში. გუნდი სამჯერ გახდა იმპერიის ჩემპიონი, ერთხელ მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჯერ ბრინჯაო, სსრკ თასსაც ორჯერ დაეუფლა. ამ ჯილდოებს დაემატა საკავშირო ნაკრების მიერ ევროპის პირველობაზე მოპოვებული ვერცხლი და ბრინჯაო და  საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის საპატიო წოდება. მას გადაეცა საქ. უმაღლესი ჯილდო - ღირსების ორდენი. 

 

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  304 გვ


Member of Organizations

  • "აია" ქუთაისი (1984-1990)
  • "ლოკომოტივი" თბილისი (1973-1983)

Awards and Honors

  • 1978 - სსრ კავშირის თასი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი

Share: