ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ვლადიმერ მესტვირიშვილი
დაბადების თარიღი: | 13 სექტემბერი, 1943 (81 წლის) |
კატეგორია: | თავისუფალი ჭიდაობა, მწვრთნელი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. თავისუფალი ჭიდაობა, მწვრთნელი. საქართველოს ჭაბუკთა (1979-80), ახალგაზრდული (1980-81) და პირველი (1982-91) ნაკრებების უფროსი მწვრთნელი, სსრკ ჭაბუკთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1981), სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1979-91). მაკედონიის ეროვნული გუნდისა (1995-2000) და ამავე ქვეყნის კლუბის, “იაკა-მუჩუმის” (1995-2000) უფროსი მწვრთნელი. ინდოეთის ეროვნული, ახალგაზრდული, ჭაბუკთა და ქალთა ნაკრებების უფროსი მწვრთნელი (2003-იდან). მისი ხელმძღვანელობით “იაკა-მუჩუმმა” მოიგო ევროპის ჩემპიონთა საკლუბო თასი (1996) და მსოფლიოს თასი (1997). მისი აღზრდილია ლერი ხაბელოვი. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 332 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|