Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
გავრილ კაჩალინი![]()
Biographyდაიბადა მოსკოვში. ფეხბურთელი, ნახევარმცველი. თამაშობდა მოსკოვის "ვოლნი ტრუდში" (1928-32), გომელის "დინამოსა" და ამავე ქალაქის ნაკრებში (1933-35), მოსკოვის "დინამოში" (1935-42). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 36 მატჩი. სსრკ ჩემპიონი (1937, 40) და თასის მფლობელი (1937). იყო მოსკოვის "შრომითი რეზერვების" (1945-48), მოსკოვის "ლოკომოტივის" (1949-52). იყო სსრკ ნაკრების (1955-58, 1960-62, 1968-70), ტაშკენტის "ფახთაქორის"(1963, 1975), თბილისის "დინამოს" (1964-65, 1971-72) და მოსკოვის "დინამოს" (1973-74) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით სსრკ ნაკრებმა მოიპოვა ოლიმპიადის (1956) და ევროპის (1960) ჩემპიონობა, ხოლო თბილისის "დინამო" სსრკ ჩემპიონი გახდა (1964) და ორჯერ (1971, 1972) III ადგილზე გავიდა. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი. წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 326 გვ. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |