The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



რამაზ შენგელია

რამაზ შენგელია
Date of birth:1 January, 1957
Date of death:21 June, 2012  (at 55 years)
Category:Foodball

Biography

დაიბადა ქუთაისში.ფეხბურთელი (თავდამსხმელი). თამაშობდა ქუთაისის “ტორპედოში” (1973-76), თბილისის “დინამოში” (1977-88), “ჰოლმსუნდში” (შვედეთი, 1989). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი (10 გოლი). მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1982), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1980). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 283 მატჩი (120 გოლი). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). სსრკ ჩემპიონი (1978), სსრკ ჩემპიონატების მეორე (1977) და მესამე (1981) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980). სსრკ წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1978, 81), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1981). სსრკ საუკეთესო ბომბარდირი (1981). “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში დაიკავა მე-7 ადგილი (1981). გრიგორი ფედოტოვის სახელობის “ასიანთა კლუბის” წევრი (161 გოლი _ საუკეთესო შედეგი ქართველ ფეხბურთელებს შორის). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  197 გვ.

Member of Organizations

  • "დინამო" თბილისი (1977-1978)

Awards and Honors

  • 1978 - პირველი ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1977 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

Share: