Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
ნოდარ ახალკაცი![]()
Biographyდაიბადა თბილისში. ფეხბურთი, თავდამსხმელი. თამაშობდა თბილისის სკვო-სა (1957-59) და “ლოკომოტივში” (1960-66). იყო თბილისის “ლოკომოტივისა” (1967-70) და “დინამოს” (1976-83, 1985-86) მთავარი მწვრთნელი, სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1981-82), თბილისის “დინამოს” გუნდის უფროსი (1974-75), საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს მთავარი მწვრთნელი და უფროსი (1971-74), საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი (1990-98). მისი ხელმძღვანელობით თბილისის “დინამომ” მოიპოვა ევროპის თასების მფლობელთა თასი (1981), სსრკ ჩემპიონობა (1978) და თასი (1976, 79), იყო სსრკ ჩემპიონატების მეორე (1977) და მესამე (1976 – გაზაფხული, 1976 შემოდგომა, 1981) პრიზიორი. სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. გარდაიცვალა მოსკოვში. წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 331 გვ. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |