The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი ანთაძე

გიორგი ანთაძე
დაბადების თარიღი:6 სექტემბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 1987  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა ფოთში. ფეხბურთელი, თავდამსხმელი, ნახევარმცველი. თამაშობდა თსუ-ში (1939-41), სოხუმის “დინამოში” (1942-43), თბილისის “დინამოში” (1944-54). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 177 მატჩი (40 გოლი). სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1951, 53) და სამგზის მესამე (1946, 47, 50) პრიზიორი, სსრკ თასის ფინალისტი (1946). იყო თბილისის ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის (1955-58), ქუთაისის “ტორპედოს” (1959), ტყიბულის “მეშახტის” (1959-61, 1965-66), ფოთის “კოლხიდის” (1962-64), ხაშურის “ივერიის” (1973-74) და ბათუმის “დინამოს” (1976-78) მთავარი მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

წყარო: http://msy.gov.ge/index.php?sec_id=259&lang_id=GEO

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1953 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1951 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1950 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1947 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1946 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: