Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
ზაურ კალოევი![]()
Biographyდაიბადა თბილისში. ფეხბურთელი (თავდამსხმელი). თამაშობდა თბილისის “სპარტაკსა” (1950-51) და “დინამოში” (1952-56, 1959-64), მოსკოვის “ლოკომოტივში” (1957-58). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 249 მატჩი (116 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მეორე (1953) და მესამე (1959, 62) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1957) და ფინალისტი (1960), სსრკ ჩემპიონატების ორგზის საუკეთესო ბომბარდირი (1959, 1960), გრიგორი ფედოტოვის სახელობის “ასიანთა კლუბის” წევრი (139 გოლი). იყო ცხინვალის “სპარტაკის” (1965-67), ჭიათურის “მაღაროელის” (1968-70), თბილისის ასკ-ის (1973-75, 1980-83) და მცხეთის “არმაზის” (1986-88, 1991) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის ასკ-ის გუნდმა სამჯერ (1973, 1974, 1981) მოიპოვა სსრკ შეიარაღებული ძალების თასი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი. წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 189 გვ. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |