The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



სერგო შუდრა

სერგო შუდრა
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი:6 იანვარი, 1983  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი. საბურთალოს სასაფლაო
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წინამძღვრიანთკარი, ტფილისის გურბენია (ახლანდელი მცხეთის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა ტფილისის ავტოსაგზაო ტექნიკუმი 1934 წელს; საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1939 წელს.

1928 წელს თამაშობდა "მედსანშრომის" გუნდში (მე-2 ლიგა); 1930-1932წწ. "პრომკოოპერაციის" (სპარტაკი) გუნდში; 1933-1935წწ. კალინინის სახელობის ქარხნის გუნდში; 1935-1940წწ. "ლოკომოტივის გუნდში, რომელმაც 1939 წელს დაიკავა მეორე ადგილი "ბ" კლასში და 1940 წელს მიიღო "ა" კლასის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება; 1940 წლიდან ს. შუდრა თბილისის საარტილერიო სასწავლებლის ფიზაღზრდის მასწავლებელია; 1943-1951წწ. თამაშობდა თბილისის "დინამოში" (ჩემპიონატებში - 45, სულ -70-მდე). მონაწილეობდა საერთაშორისო თამაშებში (თეირანი - 1944, ბუქარესტი - 1945); 1946 და 1947 წლებში გუნდმა დაიმსახურა საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი; 1951-1954წწ. ს. შუდრა მუშაობს "დინამოს" რესპუბლიკურ საბჭოში ფეხბურთის უფროსს ინსპექტორად; 1955-1956წწ. განათლების სამინისტროს თბილისის ფეხბურთის 35-ე სკოლის მწვრთნელია; 1955-1983წწ. საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტის სპორტთამაშების კათედრის უფროს მასწავლებლად. გამოქვეყნებული აქვს შრომები, ჩართული იყო აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში - იყო ქ. თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი და ფედერაციის მწვრნელთა საბჭოს თავმჯდომარე. თბილისის "დინამოს" მეკარე, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები (6 მედალი).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1947 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1946 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: