შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
სერგო შუდრა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წინამძღვრიანთკარი, ტფილისის გურბენია (ახლანდელი მცხეთის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა ტფილისის ავტოსაგზაო ტექნიკუმი 1934 წელს; საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1939 წელს. 1928 წელს თამაშობდა "მედსანშრომის" გუნდში (მე-2 ლიგა); 1930-1932წწ. "პრომკოოპერაციის" (სპარტაკი) გუნდში; 1933-1935წწ. კალინინის სახელობის ქარხნის გუნდში; 1935-1940წწ. "ლოკომოტივის გუნდში, რომელმაც 1939 წელს დაიკავა მეორე ადგილი "ბ" კლასში და 1940 წელს მიიღო "ა" კლასის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება; 1940 წლიდან ს. შუდრა თბილისის საარტილერიო სასწავლებლის ფიზაღზრდის მასწავლებელია; 1943-1951წწ. თამაშობდა თბილისის "დინამოში" (ჩემპიონატებში - 45, სულ -70-მდე). მონაწილეობდა საერთაშორისო თამაშებში (თეირანი - 1944, ბუქარესტი - 1945); 1946 და 1947 წლებში გუნდმა დაიმსახურა საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი; 1951-1954წწ. ს. შუდრა მუშაობს "დინამოს" რესპუბლიკურ საბჭოში ფეხბურთის უფროსს ინსპექტორად; 1955-1956წწ. განათლების სამინისტროს თბილისის ფეხბურთის 35-ე სკოლის მწვრთნელია; 1955-1983წწ. საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტის სპორტთამაშების კათედრის უფროს მასწავლებლად. გამოქვეყნებული აქვს შრომები, ჩართული იყო აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში - იყო ქ. თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი და ფედერაციის მწვრნელთა საბჭოს თავმჯდომარე. თბილისის "დინამოს" მეკარე, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები (6 მედალი). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |