დაიბადა თელავში. ფეხბურთელი (ნახევარმცველი). თამაშობდა თბილისის “დინამოში” (1964-75). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 16 მატჩი (5 გოლი), სსრკ უმაღლეს ლიგაში – 217 (27 გოლი), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1967, 69, 72), სსრკ თასის გათამაშების ფინალისტი (1970), მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1970). იყო თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი (1987) და გუნდის უფროსი (1978-82), საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარე (1990), საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე (1990), საქართველოს სპორტისა და ტურიზმის მინისტრი (1991-92), საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე (1993-2000). პირველი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო.
შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
კახი ასათიანი![]()
ბიოგრაფიაწყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 190 გვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |