Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
რამაზ გოგლიძე![]()
Biographyცნობილი სპორტული და საზოგადო მოღვაწე, ქართული რაგბის პიონერი, ღირსების ორდენის კავალერი. რაგბის თამაში დაიწყო საქ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის მორაგბეთა ნაკრებში. მას გვერდს უმშვენებდნენ ქართული რაგბის ისეთი ოსტატები, როგორებიც იყვნენ: ირაკლი კიზირია, ზაურ მგელაძე, რომა ღვინიაშვილი, მიკა კვინიხიძე და სხვები. ამ შესანიშნავმა კოლექტივმა მნისვნელოვანი როლი ითამაშა ქართული რაგბის განვითარების ისტორიაში. სამწუხაროდ ბატონი რამაზი ნაადრევად ჩამოშორდა აქტიურ რაგბის, თუმცა მასთან კავშირი დღემდე არ გაუწყვეტია. იგი მოღვაწეობდა მნიშვნელოვან სახელმწიფო პოსტებზე, პარალელურად სპორტსმენებთანაც აქტიურად თანამშრომლობდა. 80-იან წლებში საქ. სახელმწიფო სპორტკომიტეტსაც თავკაცობდა. დღეს ბატონი რამაზი კვლავ ქართული სპორტის აღმავლობისთვის იღწვის. იგი არის საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სოფტბოლის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე - პრეზიდენტი. მისი აგებულია ვარკეთილის სპორტული კომპლექსი, სადაც რესპუბლიკის ნაკრები გუნდები და მათ შორის მორაგბეებიც გადიან წვრთნას. ბატონ რამაზს დიდი გეგმები აქვს. მან გურჯაანის რაიონის ულამაზეს სოფელ ლელიანში 7 ჰექტარი მიწა შეიძინა და აშენებს კომპლექსს 100 სპორტსმენისთვის. აქ იქნება ბეისბოლისა და სოფტბოლის საერთაშორისო კლასის სავარჯიშო ცენტრი, სადაც მორაგბეებიც და ფეხბურთელებიც ინტენსიურად ივარჯიშებენ. აი ასეთ მამულიშვილურ საქმეს ჩაეჭიდა ვეტერანი მორაგბე.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |