The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი ტონია

გიორგი ტონია
დაბადების თარიღი:1939  (86 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

  ქართული რაგბის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი, სპორტის ოსტატი, საქვეყნოდ აღიარებული ხუროთმოძღვარი, მრავალი ჯილდოსა და პრიზის მფლობელი.

  ქართული რაგბის უბადლო ოსტატი გოგი ტონია სამართლიანად ითვლება ჩვენი ეროვნული რაგბის ერთ - ერთ მესაძირკვლედ. მან 1959 წლის შემოდგომაზე თავის მეგობრებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საუკეთესო გუნდს -  საქ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის მორაგბეთა ნაკრებს. უაღრესად ტექნიკური და ჭკვიანი მოთამაშე ყოველთვის გამოირჩეოდა მოედანზე. მას ნათამაშები აქვს თბილისის ყველა გუნდში, არის თბილისის მრავალგზის ჩემპიონი, სსრკ პროფკავშირული გუნდების ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი. ის როგორც მორაგბე, ასევე მწვრთნელიც საუკეთესო იყო. თბილისის "ლოკომოტივის" ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული მის სახელთან. ეს გუნდი ერთადერთია მთელ საბჭოთა კავშირში , რომელმაც ყველა ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. "ლოკომოტივმა" პირველმა უმასპინძლა სსრკ გუნდებიდან საფრანგეთის პროფკავშირული გუნდების ნაკრებს. ასევე პირველმა იმოგზაურა ევროპის ერთ - ერთ ძლიერ სარაგბო ქვეყანაში რუმინეთში და ბრწყინვალედ ჩაატარა ტურნე. გ. ტონიამ აღზარდა მრავალი ცნობილი მორაგბე, რომელთაც თავიანთი სიტყვა თქვეს ეროვნული რაგბის განვითარებაში. 

  ის აგრეთვე გამოჩენილი ხუროთმოძღვარია. მისი დაპროექტებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაგებობა ამერიკის შეერთებულ შტატებში,სადაც ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს. იქ, მისი სახლის წინ, ანძაზე ქართული დროშა ფრიალებს. 


გააზიარე: