The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



ილია იოვაძე

ილია იოვაძე
Date of birth:17 March, 1942  (83 years)
Category:Rugby

Biography

  პოლკოვნიკი, სპორტის ოსტატი, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი.

 რაგბის თამაში დაიწყო  საქ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის მორაგბეთა ნაკრებში 1962 წელს. 1964 წლიდან თბილისის "დინამოს" გარემარბია და ამ გუნდისთვის არასდროს უღალატია. ამ გუნდში იგი გახდა საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი 1966 წელს. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი. სპორტსაზოგადოება "დინამოს" საკავშირო პირველობების ორგზის ჩემპიონი. აქტიური სპორტის შემდეგ ,იგი მაინც რაგბიში დარჩა, ყველანაირ დახმარებას უწევს ქართული რაგბის წინსვლას. მისი ვაჟი გუჯა წლების განმავლობაში საქ. ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა. ამჟამად საფრანგეთის ერთ - ერთ წამყვან გუნდშია და საფრანგეთის პირველ დივიზიონში გამოდის. ილო იოვაძე აგრეთვე წარმატებით მოღვაწეობდა ძალოვან სტუქტურებში. არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებული მუშაკი. დაჯილდოვებულია სამთავრობო ჯილდოებით, ამ ჯილდოებსა და სპორტულ დამსახურებებს 2001 წელს დაემატა  საქ. რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო - ღირსების ორდენი.

  ილო იოვაძე საქ. ვეტერან მორაგბეთა ნაკრების "ოქროს ბუღების" აქტიური მოთამაშეა.


Share: