Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
რამაზ სვანიძე![]()
Biographyსსრკ სპორტის ოსტატი, ქართული რაგბის პიონერი, რესპუბლიკის დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი. ის სამართლიანად ითვლება ქუთაისის რაგბის მამამთავრად. რამაზი უნივერსალური მორაგბე გახლდათ, რაგბის ყველა რგოლში უთამაშია - ნახევარდაცვაშიც, თავდასმაშიც და გარემარბადაც. არანაკლები წარმატებები ჰქონდა სამწვრთნელო ასპარეზზეც. მან ძალზე ბევრი სპორტსმენი აღზარდა და დააფრთიანა. ამავე დროს იგი იყო ქუთაისის "ლოკომოტივისა" და "განთიადის" მთავარი მწვრთნელი და ჰქონდა წარმატებები რესპუბლიკურ პირველობაზე. 80-იანი წლების ბოლოს ის ბათუმში მიიწვიეს "დათვების" უფროს მწვრთნელად. არც მეტი, არც ნაკლები - "დათვები" საქართველოს ჩემპიონები გახდნენ და უკან მოიტოვეს თბილისის გუნდები. ბატონი რამაზი დღეს ისევ ქუთაისში მოღვაწეობს. სპორტულ ჯილდოებს მან დაუმატა ქვეყნის სამთავრობო ჯილდო - ღირსების ორდენი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |