The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



შაკო ქურციკიძე

შაკო ქურციკიძე
Date of birth:1945
Date of death:2006  (at 61 years)
Category:Coach, Rugby

Biography

  სპორტის ოსტატი,  საქ. დამსახურებული მწვრთნელი, ქუთაისის რაგბის ფედერაციის თავმჯდომარე, საქართველოს ვეტერან მორაგბეთა კავშირის ვიცე - პრეზიდენტი, ღირსების ორდენის კავალერი.

  რაგბის თამაში 1966 წელს დაიწყო. მანამდე ჭიდაობით იყო დაკავებული, სადაც დიდ წარმატებებს მიაღწია და სპორტის ოსტატიც გახლდათ. ქუთაისის პირველ გუნდს "დინამო" ერქვა და ამ გუნდში იგი თავდასხმაში ბრწყინვალედ თამაშობდა. შემდეგ ქუთაისელთა უფროსი მწვრთნელიც გახდა. აქ მან შეუძლებელი შეძლო - ქუთაისის გუნდი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში ფრიად ანგარიშგასაწევი ძალა გახადა. შაკოს თავკაცობით ქუთაისის "სახლმშენი" (შემდგომში "აია") გახდა რესპუბლიკის ჩემპიონი, სსრკ-ს პირველი ლიგის ჩემპიონი (1978), უმაღლეს ლიგაში კი 1984 წელს ვერცხლს დაეუფლა, 1985 წელს ბრინჯაო მოიპოვეს. შემდეგ მწვრთნელის პოსტი თავისივე გაზრდილ დუგლას კავთელაშვილს გადააბარა და ამ უკანასკნელმა რა ფურორიც მოახდინა საქვეყნოდ არის ცნობილი, გუნდი სამგზის გახდა სსრკ ჩემპიონი და ორჯერ თასსაც დაეუფლა. 

  მისი 60 წლისთავი საქართველოს მთელმა სარგბო თემმა ზეიმით აღნიშნა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი ეს ზეიმი, სამწუხაროდ,  გლოვით დასრულდა. მეგობრებმა ტაშითა და "აიას" საბრძოლო შეძახილით გააცილეს ღირსეული პიროვნება. 

Member of Organizations

  • საქართველოს ვეტერან მორაგბეთა კავშირი, ვიცე პრეზიდენტი
  • ქუთაისის რაგბის ფედერაცია, თავმჯდომარე

Share: