შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
შაკო ქურციკიძე![]()
ბიოგრაფიასპორტის ოსტატი, საქ. დამსახურებული მწვრთნელი, ქუთაისის რაგბის ფედერაციის თავმჯდომარე, საქართველოს ვეტერან მორაგბეთა კავშირის ვიცე - პრეზიდენტი, ღირსების ორდენის კავალერი. რაგბის თამაში 1966 წელს დაიწყო. მანამდე ჭიდაობით იყო დაკავებული, სადაც დიდ წარმატებებს მიაღწია და სპორტის ოსტატიც გახლდათ. ქუთაისის პირველ გუნდს "დინამო" ერქვა და ამ გუნდში იგი თავდასხმაში ბრწყინვალედ თამაშობდა. შემდეგ ქუთაისელთა უფროსი მწვრთნელიც გახდა. აქ მან შეუძლებელი შეძლო - ქუთაისის გუნდი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში ფრიად ანგარიშგასაწევი ძალა გახადა. შაკოს თავკაცობით ქუთაისის "სახლმშენი" (შემდგომში "აია") გახდა რესპუბლიკის ჩემპიონი, სსრკ-ს პირველი ლიგის ჩემპიონი (1978), უმაღლეს ლიგაში კი 1984 წელს ვერცხლს დაეუფლა, 1985 წელს ბრინჯაო მოიპოვეს. შემდეგ მწვრთნელის პოსტი თავისივე გაზრდილ დუგლას კავთელაშვილს გადააბარა და ამ უკანასკნელმა რა ფურორიც მოახდინა საქვეყნოდ არის ცნობილი, გუნდი სამგზის გახდა სსრკ ჩემპიონი და ორჯერ თასსაც დაეუფლა. მისი 60 წლისთავი საქართველოს მთელმა სარგბო თემმა ზეიმით აღნიშნა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი ეს ზეიმი, სამწუხაროდ, გლოვით დასრულდა. მეგობრებმა ტაშითა და "აიას" საბრძოლო შეძახილით გააცილეს ღირსეული პიროვნება. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |