The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



გოჩა სვანიძე

გოჩა სვანიძე
Date of birth:30 March, 1963  (61 years)
Category:Rugby

Biography

  ცნობილი მორაგბე, საზოგადო მოღვაწე,წარმატებული იურისტი,  სპორტის ოსტატი. (სარაგბო წრეებში ცნობილია მეტსახელით "ბოქლომა")

  დაიბადა ქ. თბილისში, ცნობილი ინჟინრის ოჯახში. 1979 წელს წარჩინებით დამთავრა 140-ე საშუალო სკოლა.ბავშვობის გატაცება - ავიაცია.  სკოლაში გამოირჩეოდა გეოგრაფიის სიყვარულით. მისი საყვარელი მწერალი კი გურამ დოჩანაშვილი გახლდათ. სპორტიდან კალათბურთს ანიჭებდა უპირატესობას და შესანიშნავი მოთამაშეც იყო. 1979 წელს ჩაირიცხა სპი- ში და წარმატებით დაამთავრა. მესამე კურსზე სწავლისას რაგბით დაინტერესდა და თამაში დაიწყო თბ. სამედიცინო ინსტიტუტის ნაკრებში, რომელსაც რეზო ჩხეიძე წვრთნიდა. ის თავდასხმაში (შერკინება) ყოველთვის ლიდერი იყო. 1994 წელს, სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გახდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი. 1996 წელს მისი თაოსნობით დაფუძნდა საადვოკატო ფირმა. 1999 წელს სვანიძემ ექსტერნად ჩააბარა გამოცდები თბილისის იურიდიულ ინსტიტუტში. 2000 წელს კვალიფიცირებულმა იურისტმა დააფუძნა საარბიტრაჟო პალატა. 2003 წელს ჩამოაყალიბა საადვოკატო ბიურო "სვანიძე და პარტნიორები", რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ამ პერიოდში მას რაგბისთან არ გაუწვეტია კავშირი. 2004 წლიდან საქ. რაგბის კავშირის გამგეობის წევრია, სადაც დღემდე აქტიურად მოღვაწეობს. 2003 წლიდან საქ. წითელი ჯვრის საზოგადოების ვიცე - პრეზიდენტია. რაგბის მაისურსაც ხშირად ირგებს და ახალგაზრული შემართებით იბრძვის ვეტერანთა მატჩებში. 

Member of Organizations

  • საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, წევრი (2004-)
  • საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, ვიცე - პრეზიდენტი (2003-)

Share: