Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
ჯუმბერ დემეტრაშვილი![]()
Biographyცნობილი მორაგბე, ქუთაისური რაგბის ერთ-ერთი მესაძირკვლე, სპორტის ოსტატი. ქუთაისური კლუბი "აია" მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთადერთია, რომელმაც სამჯერ ზედიზედ მოიპოვა სსრკ-ს ჩემპიონობა და ორჯერ სსრკ-ს თასი. ეს რეკორდი სამუდამოდ დარჩა რაგბის ისტორიაში. ეს წარმატება ნამდვილად არ იქნებოდა, 1965 წელს გოგი ყუფარიძეს ქუთაისში მორაგბეთა გუნდი რომ არ ჩამოეყალიბებინა. ამ გუნდის კაპიტნად მაშინ ჯუმბერ დემეტრაშვილი აირჩიეს და ისიც სანამ სპორტს თავს დაანებებდა, ერთგულად ასრულებდა თავის მოვალეობას. მისი კაპიტნობისას გამოიკვეთა ქუთაისელთა სარაგბო ხელწერა, რომელიც 80-იან წლებში ასე წაადგა მათ მემკვიდრეებს. დღეს ამაგდარი სპორტსმენი კვლავ ახალგაზრდული ენერგიით იღწვის ქართული რაგბის საკეთილდღეოდ. იგი ვეტერან მორაგბეთა კავშირის პრეზიდიუმის წევრია და ხშირად ასპარეზობს ვეტერანთა მატჩებში. ბატონი ჯუმბერის ღვაწლსა და ამაგს უკვალოდ არ ჩაუვლია. მისი სახელი ოქროს ასოებით შევიდა ქართული რაგბის ისტორიაში. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |