The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



თამაზ მგელაძე

თამაზ მგელაძე
Date of birth:26 February, 1946  (79 years)
Category:Coach, Rugby

Biography

  ცნობილი მორაგბე, სსრკ-ს მრავალგზის ჩემპიონი, მრავალი სპორტული და სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი. 

დაიბადა თბილისში. მორაგბე (შუამარბი, 13 ნომერი). საბჭოეთის 6-გზის ჩემპიონი (1966, 1967, 1968 ემვეტეუ; 1971, 1976, 1977 ვევეა). საბჭოეთის ნაკრების წევრი (1975-1977). თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელი (1987-1988). რაგბის მხარდამჭერთა ლიგის შექმნელი და ჟურნალის გამომცემელი. კლუბები: დინამო; ემვეტეუ, ვევეა (რუს); ლოკომოტივი, შევარდენი; ლელო (მწვრთნელად). 

  ის ქართველთაგან ყველაზე მეტი "ოქროს" მფლობელია. მოსკოვში, ასპირანტურაში სწავლისას "MBTУ"-ში თამაშობდა და იქ მოიპოვა ოქროს და ვერცხლის პრიზების დიდი რაოდენობა. 5 ჯერ გახდა სსრკ-ს ჩემპიონი. პირველად თავის მშობლიურ "დინამოში" 1966 წელს აიღო ვერცხლის მედალი, შემდეგ ეს კოლექცია მოსკოვშიც გაზარდა. დიდხანს თამაშობდა სსრკ-ს პირველ ნაკრებში. დიდ სპორტს რომ ჩამოშორდა, მწვრთნელობა  გადაწყვიტა და აქაც ისახელა თავი. მისი თაოსნობით შეიქმნა "რაგბის მხარდამჭერთა ლიგა", დებულება თვითონ შეიმუშავა და ეს საზოგადოება ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ქართული რაგბის აღმავლობისთვის. 

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ. 302 გვ




Share: