The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



ოთარ ქორქია

ოთარ ქორქია
Date of birth:10 May, 1923
Date of death:15 March, 2005  (at 81 years)
Category:Basketball

Biography

დაიბადა ქუთაისში. კალათბურთიელი (190 სმ). თამაშობდა ქუთაისის “დინამოში” (1943-46), თბილისის “დინამოში” (1947-58), იყო სსრკ ნაკრების წევრი (1947-55) და მისი კაპიტანი (1953-55). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი (1947, 51, 53)  და მესამე პრიზიორი (1955), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1950, 53, 54), მეორე (1947) და ორგზის მესამე (1948, 52) პრიზიორი, სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1949, 50), სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (1952). სსრკ ახალგაზრდული ნაკრების (1958-62), თბილისის “დინამოს” (1962-67), კამბოჯის ქალთა და კაცთა ეროვნული გუნდების (1968-70) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის “დინამომ” ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიპოვა (1962). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  124 გვ.

Member of Organizations

  • "დინამო" თბილისი (1947-)

Share: