ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ანზორ ლეჟავა
დაბადების თარიღი: | 3 სექტემბერი, 1936 |
გარდაცვ. თარიღი: | 20 მარტი, 1997 (60 წლის ასაკში) |
კატეგორია: | კალათბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა სოფ. ქოლობანში (აბაშა). კალათბურთელი (210 სმ). თამაშობდა თბილისის ”ნაუკაში” და ”ბურევესტნიკ-ში” (1954-58), თბილისის ”დინამოში” (1959-72). მიწვეული იყო სსრკ ნაკრებში (1963). მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ ჩემპიონი (1968), სსრკ ჩემპიონატების ოთხგზის მეორე (1959, 60, 61, 69) და მესამე (1965) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1969), ღირსების ორდენის კავალერი. მისი სახელი მინიჭებული აქვს ქოლობნის საშუალო სკოლას (1999).
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 126 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|