ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
როლანდ ხომერიკი
დაბადების თარიღი: | 2 იანვარი, 1934 (91 წლის) |
კატეგორია: | კალათბურთი, მსაჯი, მწვრთნელი |
ბიოგრაფია
დაიბადა ოზურგეთში. კალათბურთი, მსაჯი, მწვრთნელი. სსრკ ჩემპიონი იუნიორთა შორის (1952). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი (1973). მსაჯობა დაიწყო 20 წლის ასაკში. 1956 წლიდან მსაჯობდა სსრკ უმაღლესი ლიგის მატჩებს. იმსაჯა ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის შეხვედრები (1976), მათ შორის მატჩი III ადგილისთვის, ევროტურნირების მრავალი შეხვედრა როგორც კაცთა, ისე ქალთა გუნდებს შორის. საქართველოს სპორტკომიტეტის კალათბურთის სახელმწიფო მწვრთნელი (1972-76), საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976-81), სპორტკომიტეტის სპორტთამაშების სამმართველოს უფროსი (1981-91), საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი (1991-99) და საშეჯიბრებო კომიტეტის თავმჯდომარე (2001-იდან). ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 335 გვ.
|