ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ილია ჩხარტიშვილი
დაბადების თარიღი: | 1 იანვარი, 1929 |
გარდაცვ. თარიღი: | 5 დეკემბერი, 1995 (66 წლის ასაკში) |
კატეგორია: | თავისუფალი ჭიდაობა, კლასიკური ჭიდაობა, მსაჯი, მწვრთნელი |
ბიოგრაფია
დაიბადა სოფელ მაღალ ჯუმათში (ოზურგეთი). ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა, მწვრთნელი, მსაჯი. იყო სსრკ ბერძნულ-რომაული (1966) და თავისუფალი (1967-73) სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელი, საქართველოს თავისუფალი (1967-73) და ბერძნულ-რომაული (1973-75) სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების უფროსი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სსრკ თასი მოიპოვა (1973). მისი აღზრდილები არიან: ნოდარ ხოხაშვილი, ანდრო ცხოვრებოვი, როინ დობორჯგინიძე (თავისუფალი ჭიდაობა), რომან რურუა და თემო ყაზარაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. იმსაჯა 1972 წლის მიუნხენისა და 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებში, აგრეთვე მსოფლიოსა და ევროპის მრავალ ჩემპიონატში.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 329 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|