The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



ლევან ღუდუშაური

ლევან ღუდუშაური
Date of birth:1912
Date of death:1981  (at 69 years)
Category:Boxing, Referee, Coach

Biography

ფრიადზე დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. პროფესიით ინჟინერ - არქიტექტორი. სწავლის პარალელურად წარმატებით გამოდიოდა  მოკრივეთა ტურნირებში. "დიდებული ქართველი მოკრივე და ათლეტი", "მოხევე გოლიათი", "ქართული კრივისა და თბილისის ქუჩების მშვენება" - ამგვარი სათაურებით ქვეყნდებოდა წერილები ღუდუშაურზე. სპორტსაზოგადოება "სტროიტელის" ცენტრალური საბჭოს პირველობის ორგზის ჩემპიონი მძიმე წონაში (1938, 1939); სპორტსაზოგადოება "დინამოს" ცენტრალური საბჭოს პირველობის ჩემპიონი ქვემძიმე წონაში (1944); წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის მე-3 საშუალო სკოლის დირექტორად, სპორტული სკოლა-ინტერნატის დირექტორად; საქართველოს კრივის ფედერაციის თავმჯდომარედ.

სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1946 წლიდან.

 სსრ კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1951 წლიდან.

საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი 1962 წლიდან.

საკავშირო კატეგორიის მსაჯი 1956 წლიდან.

Member of Organizations

  • "დინამო" თბილისი (1946-)

Awards and Honors

  • 1946 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1945 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (ქვემძიმე კატეგორია)
  • 1944 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი

Share: