Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
გიორგი ნემსაძე![]()
Biographyსაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი. სარგბო კარიერა დაიწყო 2000 წელს ქუთაისის „აიაში“, მისი პირველი მწვრთნელი იყო დიმიტრი ფულარია. თავისი მშობლიური საქართველოდან საფრანგეთში 22 წლის ასაკში გადაბარგდა და კარიერის დიდი ნაწილი ფედერალ 1 დივიზიონის კლუბებში, "დომონში", "მასიში", "მონტობანში" და "ვალანსში" გაატარა. მეორე დივიზიონის "ტარბში" ის 2012 წელს ჩაირიცხა, სადაც ბოლო ოთხი სეზონი გაატარა და 86 მატჩში შვიდი ლელო გაიტანა. საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე წლევანდელი სეზონის დაწყების წინ ინგლისის პრემიერშიპში დაბრუნებულ "ბრისტოლში" ჩაირიცხა. ინგლისში ცოტა ხნის წინათ ჩავიდა და ორი მატჩი ბრისტოლელთა სათადარიგო გუნდში, "ბრისტოლ იუნაიტედში" ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ნემსაძის გუნდმა ორივე შეხვედრა მოიგო და ორივეში ქართველმა მორაგბემ თითო ლელო მიითვალა. 2015-16 წლებში საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა. მან "ტარბის" შემადგენლობაში 18 მატჩში ითამაშა, ორი ლელო გაიტანა, ორჯერ გაუშვეს სინბინში და ერთხელ წითელი ბარათი უჩვენეს. სეზონი საქართველოს ნაკრებთან ერთად ოკეანეთში ტურნეთი დაასრულა, სადაც ქართველებმა ტონგას და ფიჯის მოუგეს, სამოას კი დაუზავდნენ.
პირადი მონაცემები:
Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |